ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა სახელმწიფო ბიუჯეტის 17 მილიარდი დოლარით შემცირების გეგმავს


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ჩვიდმეტი მილიარდი დოლარით შემცირების გეგმას წარმოადგენს. ამ ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი იმ ას ოცდაერთი სახელმწიფო პროგრამის სიას წარადგენს, რომლებსაც დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ ან რომლებიც საერთოდ უნდა გაუქმდნენ. ეს შეკვეცა სამ ტრილიონ ხუთას მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ მცირე სეგმენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე ზოგი კანონმდებელი ეწინააღმდეგებოდა მსგავს შეკვეცებს. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა ჯონ ბოენერმა განაცხადა, რომ კონგრესის რესპუბლიკელები პრეზიდენტს ამ ეტაპზე არ შეჩერებას და კიდევ უფრო შორს წასვლას სთავაზობენ. ცნობილია, რომ შეკვეცა ძირითადად თავდაცვისა და ქვეყნის შინაგანი მნიშვნელობის პროგრამებს ეხება.


XS
SM
MD
LG