ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ასი დღე გავიდა


ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მეასე დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა დიპლომატიურ ძალისხმევას განაახლებს გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და სხვა საკითხების ირგვლივ.

ამერიკის პრეზიდენტი წინასაარჩევნო დაპირების მსგავსად, აცხდებს, რომ შეცვლის ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ამერიკის ახალ სახეს აჩვენებს. ბარაკ ობამამ ბევრ სფეროში ახლებური მიდგომა შეიმუშავა. ესენი იყო შეიარაღების კონტროლისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხები. ამასთან, მან წარმოშობით კუბელი მოსახლეობის ოჯახის წევრების კუბაში მგზავრობისა და იქ ფულადი გზავნილების საკითხები გააიოლა, რაც ოფიციალურ ჰავანასთან ურთერთობების გაუმჯობესების სურვილით არის განპირობებული. პრეზიდენტმა ობამამ ასევე აკრძალა დაკავებულების სასტიკად დაკითხვის მეტოდები და გასცა ბრძანება ერთ წელიწადში დაიხუროს გუანტანამოს ყურეში არსებული ციხე. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას, პრეზიდენტმა ობამამ ახალი სტრატეგია განავითარა რომელიც ავღანეთსა და პაკისტანში ალ ყაიდას წინააღმდეგ იქნება მიმართული. მან ასევე განაცხადა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოსთვის ამერიკული სამხედრო ძალები დატოვებენ ერაყის ტერიტორიას.

პრეზიდენტობიდან პირველი ასი დღის განმავლობაში, იგი ასევე შეეცადა მუსლიმების დარწმუნებას:

“ამერიკას არ სურს ომი ისლამთან. ჩვენი პარტნიორობა მუსლიმანურ სამყაროსთან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ძალადობრივი იდეოლოგიების დასავიწყებლად, რომლებსაც ყველა აღმსარებლობის ადამიანი ემიჯნება, არამედ მუსლიმანური სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის ნამდვილი შესაძლებლობების მიცემისთვის.”

ირანის მსგავს ქვეყნებს, კი პრეზიდენტმა ობამამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ორმხრივი დაახლოებისთვისა ხელი გაუწოდა:

“ჩემს ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს დიპლომატიურად მიუდგეს სხვადასხვა საკითხების მოგვარებას, მათ შორის ირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის. ეს პროცესი მუქარით ვერ დაჩქარდება.”

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ უკეთესი მომავლის მიღწევას დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ უფრო ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ, თქვა მან და დასძინა, რომ იგი ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მიზნის მიღწევას მოუთმენლად ელის.

XS
SM
MD
LG