მექსიკის ოფიციალური პირების განცხადებით დაიკეტა სკოლები, მუზეუმები და ხალხის თავშეყრის ადგილები, ქვეყანაში გამძვინვარებული ღორის გრიპის ეპიდემიის გამო. ამ დროისათვის დაღუპულია 68 ადამიანი და 1000-მდე დაავადებულია.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მეხიკოში მოსახლეობამ პირბადეებით დაიწყო სიარული
გამოკვლევებმა უჩვენა , რომ მექსიკაში ღორის გრიპის ზოგიერთი მსხვერპლი დაღუპულია იმავე ვირუსით რომლითაც კალიფორნიასა და ტეხასში 8 ადამინი დაავადდა. შეერთებული შტატების მხარე აცხადებსს, რომ 8-ვე ადამინს სუსტ ფორმებში გამოუმჟღავნდათ დაავადება და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან არც ერთ პაციენტს შეხება ღორებთან არ ჰქონიათ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ექპერტების მოწვევას აპირებს, სადაც სავარაუდოდ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ეპიდემიის განგაშის ხარისხის აწევის შესახებ