ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმის მერი  ამერიკის ადმინისტრაციას  ამტყუნებს


იერუსალიმის მერის განცხადებით,ამერიკის ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა,როცა იერუსალიმში პალესტინელ მოქალაქეთა სახლების აღებას შეეწინააღმდეგა და მსგავსი ქმედებები სამშვიდობო წესების დარღვევად შეაფასა.

დღევანდელ გამოსვლაში იუერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა აღნიშნა,რომ ქალაქში პალესტინელთა სახლების აღება კანონის შესაბამისად განხორციელდა და არცერთი შენობის მეპატრონეს შესაბამისი მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა.

ბარკატის მოწოდებებმა და პალესტინელთა სახლების ნგრევამ, რაც წმინდა მიწაზე ებრაელთა დასახლებების ზრდასა და მათ მიერ მიწის საბოლოო დასაკუთრებას შეუწყობს ხელს, იერუსალიმის მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია. ასევე დაიძაბა ურთიერთობები ისრაელსა და ამერიკისა და ვეროპის მოკავშირე ქვეყნებს შორის.


XS
SM
MD
LG