ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა



პაკისტანის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში კამიკაძე ტერორისტი სამხედრო ბლოკპოსტს ავტომობილით დაეჯახა. კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამავე განცხადების თანახმად, დაღუპულთა შორის არიან პოლიციელები და სამხედრო პირებიც. დაჭრილია 12 ადამიანი. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაიზარდა შეტაკებათა რაოდენობა თალიბ მეაბოხეებსა და სხვა ისლამისტ დაჯგუფებებს შორის. თავდასხმები ასევე განხორციელდა პაკისტანის დედაქალაქში ისლამაბადსა და კომერციულ ცენტრში კარაჩიში.
XS
SM
MD
LG