ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი ოპოზიციას მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ესმის იმ ხალხისა, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ და მის გადადგომას ითხოვენ. მისივე განცხადებით ქვეყანაში აუცილებელია ერთიანობა, იმისათვის რათა სიღარიბის პრობლემები იქნას დაძლეული. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოვების ფონზე მოპროტესტეების რიცხვმა ქუჩებში იკლო. თუმც პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვები კვლავ არის გაშლილი. ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ადგილას იგი უდაოდ გადადგებოდა. მისივე თქმით რუსეთი მალე მიხვდება იმას, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ედუარდ შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკური კრიზისი სულ მალე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება.

XS
SM
MD
LG