ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მშენებლობებმა მკვეთრად დაიკლო


ამერიკაში მშენებლობებმა მკვეთრად დაიკლო. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიკის ეს სექტორი ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაშია. შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული თვისთვის ახალმა მშენებლობებმა ათი მთელი რვა მეათედი პროცენტით დაიკლო. თუ ასე გაგრძელდა წელს სეერთებულ შტატებში მხოლოდ ხუთას ათას ახალ სახლს ააშენებენ. დასაქმების დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ იმ ამერიკელების რიცხვმა, რომლებიც გრძელვადიან დახმარებას იღებენ გასულ კვირას ექვს მილიონს გადააჭარბა. თუმცა შესაძლებელია, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული სიტუაცია გამოსწორდეს, ვინაიდან იმ ადამიანების რაოდენობამ დაიკლო ვინც პირველად იღებდა დახმარებას.


XS
SM
MD
LG