კრემლთან დაპირისპირებულ რუს მილიარდერს ალექსანდრ ლებედევს სოჭის მერის პოსტისათვის ბრძოლა აუკრძალეს. საბჭოთა სუკის ყოფილი აგენტი ლებედევი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას. მისი თქმით, სოჭის სასამართლომ მას არჩევებზე საკუთარი კანდიდატურის წაყენება რეგისტრირების პროცესის დარღვევის საბაბით აუკრძალა. გასულ კვირას კრემლის მეორე მოწინააღმდეგემ ბორის ნემცოვმა, რომელიც ასევე აპირებს მერის პოსტისთვის ბრძოლას, ხელისუფლებას ამ პროცესის გაშუქების გამო მედიის წინააღმდეგ გალაშქრებაში და მისი მომხრეების დევნაში დასდო ბრალი.