ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიციას გამოცხადებული ჰქონდა ერთდღიანი აქციებისგან შესვენება. საპროტესტო აქციები ხვალ, ორშაბათიდან უნდა განახლებულიყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებიდან მე-3 დღეს, ანუ გუშინ გვიან საღამოს მოხდა ინციდენტი: პარლამენტის წინ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც აქციის მედია-ცენტრი დაარბიეს. მომხდარში ოპოზიცია შსს-ოს ადანაშაულებს. მომავალში ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით თბილისის მერია მიტინგის ტერიტორიის დასუფთავებაზე უარს აცხადებს. ტერიტორიის დასუფთავება საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავად მოუწევს! - აცხადებს გიგი უგულავა.