ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში ეკონომიკურ გუნდს ხვდება



აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში თავის ეკონომიკურ გუნდს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება ამერიკის ეკონომიკის შესაძლო შემობრუნების ფონზე. გუშინ თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკის დარგში ლოურენს სამერსმა განაცხადა, რომ ეკონომიკის კატასტროფული ვარდნა მაშინ დასრულდება,როცა მასტიმულირებელი გეგმა სრულად ამუშავდება . მან აქვე დასძინა,რომ კრიზისიდან გამოსვლა დამოკიდებული იქნება ზოგადად გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე, მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე და რამდენად შეძლებს ობამას ადმინისტრაცია ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას. ბოლო ხანებში აშშ-ის ბაზრის გაუმჯობესებაზე რამოდენიმე ფაქტორმა იმოქმედა , მათ შორის ქვეყნის სიდიდით მეოთხე ბანკის "ველშ ფარგოს" მომგებიანი წარსული თვე და აპრილში მოსალოდნელი აქტივობის ზრდა საცალო ბაზარზე.


XS
SM
MD
LG