ჩრდილოეთ დაკოდის შტატის ქალაქ ფარგოს ოფიციალურმაპირებმა გარეუბნების მოსახლეობის ევაკუირება მოახდინეს. ეს ზომები მათ მას შემდეგ მიიღეს რაც შეამჩნიეს წყლის ჯებირიდან მნიშვნელოვანი გამოჟონვა, რასაც წყალდიდობის შედეგად განვითერაბულ წნევას უკავშირებენ.
დღეს დილის საათებში გამოცხადდა მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ქალაქ ფარგოს გარეუბანში არსებული 150 სახლიდან.ამ დროისათვის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ გადაუდებელი საშიშროება იმისა, რომ ჯებირი ჩამოინგრევა ამ დროისთვის არ არის, ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა.
წითელი მდინარის ადიდებამ 112 წლის მანძილზე პირველად მიაღწია ასეთ რეკორდულ მაჩვენბელს.ამ მაჩვენებელმა 12 მეტრს გადააჭარბა. სამაშველო სამსახური, სამხედრო ნაწილები და მოხალისეები ერთობლივი ძალებით ცდილობენ შეაჩერონ ადიდებული წყალი.