ბაღდადის შიიტურ უბანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაახლოებით 14 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 4 ბავშვი.
ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებას ბაღდადის შააბის რაიონში ჰქონდა ადგილი.ინციდენტის შედეგად დაშავდა 35 ადამიანი.
დღევანდელი აფეთქება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეთა თავდასხმები ერაყში ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური ცნობების თანახმად, ყოველდღიური თავდასხმები გრძელდება. ამ ფონზე ამერიკელი გენერალი დევიდ პერკინსი აცხადებს, რომ ტერაქტების რიცხვი უფრო ნაკლებია ვიდრე ორი წლის წინ. პერკინსმა დააკონკრეტა რომ 2007 წლის შემდეგ მეამბოხეების მიერ ორგანიზებულმა თავდასხმებმა 90 პროცენტით იკლო.