ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენ გვინდა თავისუფალი ტიბეტი


ამ თვეს ნეპალსა და მსოფლიოს სხვადასხა კუთხეში დემონსტრანტები აღნიშნავენ 50 წლის წინ, 1959 წელს ტიბეტში გამართულ აჯანყებას, რომლის მონაწილეები ჩინელების ტიბეტიდან გასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდნენ. აჯანყება ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაახშო.

ტიბეტის ქომაგები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჩინეთში ვიზიტით უკმაყოფილონი არიან და თვლიან რომ ქალბატონმა კლინტონმა საკმარისკი სიმტკიცე არ გამოიჩინა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. თუმცა კლინტონი ამტკიცებს რომ შეერთებული შტატები არ აპირებს პოზიციის შეცვლას ამ საკითხთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ბევრ საკითხში, პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დისკუსიის სახით უნდა მოხდეს. და ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს დღის წესრიგში დგას.

არასამტავრობო ორგანიზაციის „freedom house"-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თომას მელია აცხადებს რომ ამერიკელი დიპლომატები ვალდებულები არიან სხვა ქვეყნებს აიძულონ ადამიანის უფლებების დაცვა.

"ჩვენ მოვითხოვთ რომ ჩვენი მთავრობა და სხვა წამყვანი ქვეყნები ჩაერთონ ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, და მსოფლიოსთვის ნათელი გახდეს რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს."

ქომაგები თვლიან რომ 2004 წელს ერაყში აბუ ღარიბის პატიმრების ამერიკელი ჯარისკაცების მიერ შეურაცწყოფის გამოაშკარავებულმა ფაქტებმა შეასუსტა ამერიკის იმიჯი როგორც ადამიანი უფლებების დაცვის აქტივისტი ჯო სტორკი რომელიც ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების დაცვის ექპერტია აცხადებს

"ამერიკას ამ ფაქტმა რეპუტაცია შეულახა და ჩვენს ქვეყანას დიდი დრო დასჭირდება რომ იგი კვლავ ფეხზე დადგეს."

თუმცა ასრებობს განსხვავაბული აზრიც. აბუ ღარიბის დამნაშავეთა გამოაშკარავება და მათი სათანადოდ დასჯა ამერიკის თავისუფალი მედიისა და სამართლიანობის ნათელი მაგალითია.

თუ შეერთებული შტატების უახლოეს ისტორიას გადავხედავთ ბუშის ადმინისრაციის ფრთხილი დიპლომატიის წყალობით ეგვიპტეში ისტორიული არჩევნები ჩატარდა.

დიპლომატიაში ეს რთული პროცესი ისე უნდა ჩაატარო რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს დეტალების შესახებ ხოლო კულისებს მიღმა კი ურყევი პოზიცია უნდა გეკავოს."აცხადესბ თომას მელია.

ექპერტები ვერ შეთანხმდნენ დიპლომატიის რა სახე უნდა აირჩიოს ამერიკამ ადამიანის უფელების დაცვის საკითხში.

საგარეო საქმეთა პოლიტიკის მიმომხილველი ჟურნალის რედაქტორი კრისტიან ბროსი თვლის რომ დიპლომატებმა ადამიანის უფლებების დაცვა უნდა წარადგინონ როგორც ბრძნული გადაწყვეტილება და არა როგორც მოთხოვნა

"უნდა მოხდეს მათთან დაჯდომა და გახსნილად ლაპარაკი, უნდა ავუხსნათ რომ ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის ეს პრიორიტეტია. და ვურჩიოთ რომ მსგავსი გეზის აღება მათთვის უდაოდ მომგებიანი იქნება."

ჯო სტორკს განსახვავებული აზრი გააჩნია . იგი მიიჩნევს რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვონ ადამიანის უფლებების დაცვა თუ მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება გსურს.

"ადამიანის უფლებების დაცვაა სწორედ იმის მაჩვენებელი თუ რა ურთიერთობა დამყარდება ორ ქვეყანას შორის, რამდენად მტკიცე და ნაყოფიერი იქნება ურთიერთთანამშრომლობა."

ადამიანის უფლებების დაცვის ქომაგები კი ერთხმად მიიჩნევენ რომ ამერიკის საგარეო საქმეთა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვა უნდა დარჩეს. ექსპერტები მიიჩნევენ რომ შეერთებულ შტატებში მომხდარმა ისტორიული არჩევნებმა ობამას ადმისნიტრაციას მისცა შანსი დაუმტკიცოს მსოფლიოს რომ ამერიკა ბოლომდე დაცავს ადამიანის უფლებებს.

XS
SM
MD
LG