ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისის მოგვარება გლობალურ პასუხს ითხოვს


მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურეს გლობალური ეკონომიკის რეცესია. აქედან თავის დაძვრენა ასევე გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. გლობალური ეკონომიკა 2009 წელს 0.5 მეათედი პროცენტით შემცირდება. ეს კი პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება ასევე მკვეთრად დაეცა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. ბიზნესები შეიკვეცა ან საერთოდ დაიკეტა. მომხმარებელი შემცირდა. კრიზისი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებზეც გავრცელდა და ასევე განვითარებად ბაზრებსაც მოედო.

ანალოგიურად, ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ მკვეთრი მატება ნახა ბუმის დროს ნავთობზე, ასევე ალუმინიუმსა და სხვა პროდუქტებზე არსებული მოთხოვნით. მას შემდეგ კი მოთხოვნა დაეცა და სიტუაცია შეიცვალა. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ 116 დან 94 განვითარებადი ქვეყანა ამ პრობლემას განიცდის, სიღარიბე კი 43 მათგანში იზრდება.

მწვავე გლობალური კრიზისი ნამდვილად ითხოვს გლობალურ პასუხს. გასულ კვირას, ოცი წამყვანი ინდუსტრიული ქ ვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას ფინანსურის სექტორისა და მაკროეკონომიკური პროცესების მარეგულირებელი მექანიზმები.

აპრილში, ამ ქვეყნების სამიტზე. ამერიკა სხვებთან ერთად იმუშავებს რათა კოორდინირებული მიდგომა შეიმუშავოს ამ კრიზისის დასაძლევად.

ამერიკა, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაში ლიდერის როლს კისრულობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში 787 მილიარდ დოლარანი მასტიმულირებელი პაკეტის დამტკიცება და გადასახადების შემცირება მოხდა. აღნიშნული ოცი ქვეყანა ასევე აყალიბებს მასტიმულირებელ გეგმებს. კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტია ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაში. ამერიკა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებს მოუწოდებს სერიოზული მოქმედებისკენ მთელი კრიზისის მანძილზე და ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის რესურსების მობილიზებას სთხოვს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ყველა შესაძლო ზომა მიიღოს თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად და ამით ერთობლივი სამოქმედო გეგმის მისაღებად, რაც კრიზისის უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG