მადაგასკარის
საკონსტიტუცო სასამართლომ ანდრი რაჯოილინა ქვეყნის პრეზიდენტად დაამტკიცა.
რაჯოილინამ თავისი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა
სამხედროების მხარდაჭერით. ის მხოლოდ 34 წლისაა და ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით კიდევ
6 წელი უკლია ამ თანამდებობის დასაკავებლად.
რაჯოილინამ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს
და ორ წელიწადში ჩაატაროს ახალი არჩევნები. მადაგასკარის ყოფილი პრეზიდენტი მარკ რავალომანანა
გადადგა და ხელისუფლების გადაბარება სამხედროებისთვის მოინდომა მასობრივი საპროტესტო
გამოსვლების შემდეგ. თუმცა სამხედროებმა ძალაუფლება ოპოზიციის ლიდერს გადასცეს.
აფრიკის კავშირმა მადაგასკარის ახალ ხელისუფლებას
კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა, ვაშინგტონი კი ამ ქვეყანას დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.