ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და ბრიტანეთი პაკისტანში კრიზისის დასრულებას მიესალმებიან


ამერიკა და ბრიტანეთი პაკისტანში კრიზისის დასრულებას მიესალმებიან. შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პაკისტანის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს გადაყენებული თავმჯდომარის პოსტზე აღდგენის თაობაზე შეთანხმებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმაც პაკისტანის პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი ეროვნული ინტერესების პირადზე წინ დაყენების გამო შეაქო. ამ დროს კი პაკისტანის დედაქალაქის შემოგარენში მდებარე ქალაქ რავალპინდიში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას თორმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG