ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამა მზადაა პეკინთან საუბრისთვის


ტიბეტის დევნილი მთავრობა მიესალმება ჩინეთის მიერ გამოთქმულ შეხვედრის გამართვის იდეას. გასულ პარასკევს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჟიბაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დალაი ლამა სეპარატიზმს მხარს აღარ დაუჭერს ასეთი მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი გახდება. ტიბეტის დევნილი მთავრობის პრეს-მდივანმა თუბტენ სამფელმა ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ დალაი ლამა მზადაა პეკინთან საუბრისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს საუბრები ტიბეტის პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. სამფელის თქმით, დალაი ლამა ტიბეტის ჩინეთისგან გამოყოფისთვის არ იბრძვის. მას მხოლოდ ტიბეტის ავტონომია სურს. ტიბეტის და ლამაისტური ბუდიზმის ლიდერს დალაი ლამას ტიბეტის დატოვება 1959 წელს მოუწია მას შემდეგ, რაც პეკინის მმართველობის წინააღმდეგ წამოწყებულმა შეიარაღებულმა აჯანყებამ მარცხი განიცადა.


XS
SM
MD
LG