ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  ფინანსთა მინისტრები 20 ქვეყნიდან  ლონდონის მახლობლად შეიკრიბებიან 


მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ლიდერები ეკონომიკის სფეროში სავარაუდოდ განცხადებას გააკეთებენ იმის შესახებ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსება. რომელიც თავის მხრივ მოხმარდება იმ ქვეყნების დახმარებას რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა გლობალური რეცესიის გამო. დღეს ფინანსთა მინისტრები 20 ქვეყნიდან ლონდონის მახლობლად შეიკრიბებიან რათა განიხილონ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ძალაუფლების გაზრდის საკითხი. მილლისარდობით დოლარი მოხმარდება რამოდენიმე ქვეყნისთვის კრედიტის გასაცემად.

მანამდე კი 20 ქვეყნის ეკონომიკური ლიდერი შეეცდება გლობალური რეცესიის შეჩერების გზების გამონახვას.აშშ-ისა და ევროპის ლიდერებს შორის უთანხმოებაა რამოდენიმე საკითხზე. მაგალითად რომელი უფრო აუცილებელია ეკონომიკის სტიმულაციისთვის მეტი სახელმწიფო ჩარევა თუ ფინანსური ბაზრის რეგულაციის გაზრდის აუცილებლობა.


XS
SM
MD
LG