ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი  ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის საკითხებისადმი მიძღვილ დონორთა კონფერენციაზე იმყოფებოდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი როდამ ქლინტონი ცოტა ხნის წინ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის საკითხებისადმი მიძღვილ დონორთა კონფერენციაზე იმყოფებოდა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში.ამ კონფერენციაზე, ამერიკამ დააფიქსირა სურვილი პალესტინელ ხალხსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს 9 00 მილიონი დოლარი გამოუყოს 2009 წელს.ეს დახმარება რეალიზებული იქნება ჰუმანიტარული მდგომარეობის, საბიუჯეტო საკითხების, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის.აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკა პალესტინის ავტონომიის ხელიუფლებასთან მუშაობს იმ კრიტერიუმების დასადგენად, რომელთა მეშვებოთ ამერიკის ფინანსები შესატყვისი მიზნებისთვის იქნება ათვისებული.

“ჩვენი პასუხი ღაზაში დღევანდელ კრიზისზე ვერ იქნება ამოვარდნილი ვრცელი სამშვიდობო ძალისხმევიდან”, განაცხადა ჰილარი ქლინტონმა. ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ამერიკა მიზნად ისახავს მოამზადოს შესატყვისი პირობები პალესტინური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. ასეთმა პალესტინურმა სახელმწიფომ ისრაელთან და მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან მშვიდობიანად უნდა იცხოვროს, სახელმწიფო, რომელიც ასევე ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი ხალხის წინაშე, აღნიშნა ქალბატონმა ქლინტონმა.

ამ ფონზე, ისრაელმა უნდა დაუმტკიცოს პალესტინელებს, რომ მოლაპარაკებას უპირატესობა ახლავს თან, რათა მშვიდობიანი თანაცხოვრება გახდეს შესაძლებელი.არაბული სახელმწიფოებისთვის ეს კი იქნება იმის სიტყვიერი და არამარტო სიტყვიერი სიგნალი, რომ არაბულ სამშვიდობო ინიციატივას შეუძლია ისრაელისადმი განწყობა წარმართოს.ინიციატივა, როგორც ცნობილია, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მოუწოდებს მხარეებს.

პალესტინელებმა, ქალბატონი ქლინტონის განცხადებით, უნდა გაარღვიონ დაუმორჩილებლობისა და უარყოფის ავბედითი ციკლი და გაწყვიტონ კავშირები იმათთან, ვინც უდანაშაულო ხალხის ტანჯვის ექსპლოატაციას ახდენს. თავისი მზადყოფნით მოლაპარაკებები გამართოს-პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი პალესტინელ ხალხს აძლევს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფოს შექმნის ალტერნატივას და არა ისეთი ქვეყნისა, როგრიც ჰამასის ექსტრემისტებს სურთ, ჰამასისა, რომლის სარაკეტო თავდასხმებს და მსგავს ტაქტიკას მხოლოდ მეტი ტანჯვა მოაქვს.

ჰილარი ქლინტონის განცხადბით, სარაკეტო თავდასხმები უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვანია, რომ პალესტინელების შერიგებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ პალესტინის ავტონომიის მიერ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მიერ დასახული ვალდებულებების სრული გატარება მოიტანოს შედეგად.ამ ვალდებულებებს შორის არის ძალადობის დაგმობა და ისრაელის სახელმწიფოს არსებობს უფლების ცნობა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინტონის განცხადებით, პალესტინის ავტონომია, რომელიც ამ პრინციპებს დაიცავს, ასევე დააკმაყოფილებს პალესიტნელი ხალხის მისწრაფებებს-თავისუფალი, დამოუკიდებელი, მდიდარი და მშვიდობიანი სახელმწიფოს შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG