აზიის საფონდო ბირჟებზეუოლ სტრიტიდან მისული სასიხარულო ამბის გამო აქციების ფასმა აიწია.გუშინ ბოლო ოცდაექვსi წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით დახურვის შემდეგ იაპონიის ნიკეის ინდექსი ოთხი პროცენტით გაიზარდა. აქციების ღირებულების ზრდა ასევე ჰონკონგში, შანხაიში, სიდნეისა და უელინგტონშიც აღინიშნებოდა. უოლ სტრიტზე საფინანსო გიგანტის “სიტიგრუპის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ფირმა შემოსავლიანად ფუნქციონირებდა. შეერთებულ შტატებში აქციების ღირებულებამ შვიდი პროცენტით მოიმატა. ევროპის საფონდო ბირჟებზე კი ხუთპროცენტიანი მატება აღინიშნა. ამ დროს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავკაცი დომინიკ შტრაუს-კანი წინასწარმეტყველებს იმას, რომ წელს გლობალური ეკონომიკა შემცირდება. ასევე ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკიმ განაცხადა, რომ ახალი სახის რეგულირების გარეშე, ეკონომიკა უძლურ მდგომარეობაში დარჩება.
პოპულარული
1