ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა ჩინეთს სისასტიკეში სდებს ბრალს ტიბეტის მიმართ


ტიბეტში ჩინეთის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყების 50-ე წლისთავზე დალაი ლამამ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ჩინეთმა ასი ათასობით ტიბეტელი ფიზიკურად გაანადგურა და ენით აუწერელი ტანჯვა მიაყენა მათ. მისივე თქმით ჩინეთის მმართველობის 50-ა წელმა ტიბეტის განადგურება და ჯოჯოხეთური მმართველობა მოიტანა. მის განცხადებაში დალაი ლამამ ისევ მოითხოვა ტიბეტის ავტონომიის აღდგენა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩინეთმა მომეტებულ მზადყოფნაში მოიყვანა ტიბეტის ტერიტორიაზე განლაგებული პოლიციისა და სამხედრო ნაწილები. რეგიონში გადაისროლეს დამატებითი ძალები.

XS
SM
MD
LG