ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში არსებული ისედაც სავალალო ადამიანის უფლებების დაცვის ფონი სულ უფრო უარესდება


ირანში არსებული ისედაც სავალალო ადამიანის უფლებების დაცვის ფონი სულ უფრო უარესდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლისადმი მიძღვნილ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება აღნიშნულია, რომ ირანის მთავრობამ გაახშირა ეთნიკურ უმცირესობათა, პროფკავშირების ლიდერების, ჟურნალისტების, სტუდენტების, რელიგიურ უმცირესობათა, სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველთა დევნა. ირანის უშიშროების ძალები პოლიტიკური შეხედულებების გამო ხალხს იტაცებენ. სასამართლოები, ბრალდებულებს წამებას, ჩაქოლვას, კიდურების მოკვეთას და გაროზგვას უსჯიან. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გასული წლის მართში სტუდენტური მოძრაობის აქტივისტს აჰმედ ბატების უცხოეთში თავშესაფრის ძიება მოუწია, მას შემდეგ რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მას სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის უფლება მისცა. 1999 წელს მთავრობამ სისხლიანი მეთოდებით ჩაახშო სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლა. ბრიტანულ ჟურნალ “ეკონომისტში” გამოაქვეყნეს მამ მოვლენის ამსახველი ფოტოებიც. ერთ-ერთ ფოტოზე მეგობრის სისხლიანი პერანგით ხელში ბატონი ბატები იყო აღმეჭდილი. მას თავიდან სიკვდილით დასჯა მიუსადაგეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით ბატები ამტკიცებდა, რომ ირანის უშიშროების ძალები და ევინის ციხის დაცვა მას სასტიკად ცემდა და აწამებდა.

“ირანელებს თავისუფლება და დემოკრატია სწადიათ. მათ ისეთი გარემოს არსებობა სურთ, სადაც სოციალური თანასწორობა იარსებებს და მათ თავად მიეცემათ საკუთარი მომავლის დასახვის უფლება. ირანელები ამ კანონიერ მოთხოვნებს ძალადობის გარეშე აყენებენ”. განაცხადა ვაშინგტონში ჩამოსულმა ბატონმა ბატებიმ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დერმოკრატიისა და ადანმიანის უფლებების დაცვის სფეროში კერენ სტუარტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ირანელი ხალხის მხარდაჭერას ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში და თეირანს მოუწოდებს შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე ნაკისრები პირობა და დაიცვას საკუთარ მოქალაქეთა უფლებები.

XS
SM
MD
LG