შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების სახით 300 მილიონ დოლარს გადასცემენ. ეგვიპტეში გამართულ საერთაშორისო დონორთა შეხვედრაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა რომ ამ გეგმის განხორციელება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიღწევუს გარეშე შეუძლებელი იქნება.
შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივანის განცხადებით პალესტინის ხელისუფლებას კიდევ 600 მილონის
დახმარებას აღმოუჩენენ. მაგრამ ეს ტანხები ჰამასისთვის არ არის განკუთვნილი რომელიც
ისრაელის სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგია.
პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით საერთაშორისო დონორების მიერ აღმოჩენილი ფინანსური დახმარება ისრაელთან არსებული კონფლიქტის მოგვარების გარეშე წყალში გადაყრილი ფული იქნება.