ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ჯანდაცვის მდივნის პოსტზე კანზასის შტატის გუბერნატორი დაასახელა


ბარაკ ობამამ ჯანდაცვისა და ადამიანთა რესურდების მდივნის პოსტის დაკავება კანზასის შტატის გუბერნატორს კეთლინ სიბელიუსს სთხოვა. მედია აცხადებს, რომ სიბელიუსმა უკვე განაცხადა თანხმობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი სიბელიუსს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს. ახალ თანამდებობაზე ქალბატონ სიბელიუსს ქვეყნის ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა მოუწევს. 2010 წლის ბიუჯეტის გეგმაში აღნიშნულია ის, რომ ათი წლის განმავლობაში ჯანდაცვის რეფორმას 634 მილიარდი დოლარი უნდა მოხმარდეს. პრეზიდენტი მომავალ კვირას თეთრ სახლში სპეციალურ შეხვედრას აწყობს ამ საკითხთან დაკავშირებით. სიბელიუსის კანდიდატურა მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც ყოფილ სენატორს ტომ დეშლს უარის თქმა მოუწია ნომინაციაზე 140 ათასი დოლარის ოდენობის გადასახადების არგადაუხდელობის გამო.

XS
SM
MD
LG