ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზას სექტორში იმყოფება


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი პალესტინელთა დახმარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ღაზას სექტორში ჩავიდა. ბატონი ბლერის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი პალესტინელთა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს ხვდება და უარს ამბობს ჰამასტან შეხვედრაზე. ეს ბატონი ბლერის პირველი ვიზიტია ღაზაში მას შემდეგ, რაც იგი შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერომ დაასახელეს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში წარგზავნილად. კონფერენცია ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში მოეწყობა.


XS
SM
MD
LG