ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის წარმოება იანვარში 10 პროცენტით დაეცა


იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის წარმოება იანვარში 10 პროცენტით დაეცა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იაპონიის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მწვავე რეცესიას განიცდის.

იანვრის მაჩვენებლებმა გასული თვეების მაჩვენებლებიც დაჩრდილეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა კიდევ უფრო მეტ პრობლემებს განიცდის, რამეთუ მთელს მსოფლიოში მოთხოვნა საქონელზე შემცირებულია, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც რეცესია კიდევ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. იაპონიაში წარმოებამ თითქმის ყველა სფეროში იკლო.

კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად იაპონურმა ექსპორტმა 46 პროცენტით იკლო იანვარში.

ამ ფონზე, დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით დაახლოებით 158 ათასმა ადამიანმა დაკარგა ან დაკარგავს სამსახურს. აქედან, უმრავლესობა იაპონიის წარმოების სექტორში დასაქმებული დროებითი მუშახელია.

XS
SM
MD
LG