ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა თხოვნით მიმართა ნატოს მოიწვიოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა საქართველოსა და კავკასიაში სიტუაციის ირგვლივ


რუსეთმა თხოვნით მიმართა ნატოს მოიწვიოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა საქართველოსა და კავკასიაში სიტუაციის ირგვლივ. ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ამ მოთხოვნის თაობაზე განცხადება ხუთშაბათს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოპ სხეფერთან შეხვედრის დროს გააკეთა. დააკმაყოფილებს თუ არა ნატო ამ მოთხოვნას ჯერ-ჯერობით უცნობია. აგვისტოს მოვლენების შემდგომ მოსკოვსა და ნატოს შორის მაღალი დონის შეხვედრები გაიყინა. იტარ ტასის ახალი ამბების სააგენტო ციტირებას უხდენს როგოზინს, რომლის თანახმად მოსკოვი მოითხოვს მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც დეტალურად უნდა იქნას განხილული აგვისტოს ომის შედეგები. მისივე განცხადებით ამ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მაღალჩინოსანი. როგოზინის განცხადების თანახმად ნატოსა და რუსეთს შორის განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ნატომ უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის მიერ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გახსნის გეგმების გამო.

XS
SM
MD
LG