ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი   ტაჯიკეთის პრეზიდენტს ხვდება 



რუსეთის საინფორმაციო საშუალებების განცხადებით რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თვის ტაჯიკ კოლეგას ხვდება. დიალოგი ემომალი რახმონთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ გაიმართება. შეხვედრამდე მედვედევმა განაცხადა, რომ საუბარი იქნება, როგორც ეკონომიკურ, ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. მედვედევმა აქვე დასძინა,რომ რახმონის ამჟამინდელი ვიზიტი მომავალ წელს დაგეგმილ სამუშაო ვიზიტს შეუწყობს ხელს. შარშან რუსეთის პარლამენტმა ტაჯიკეთთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც ტაჯიკეთს საგარეო ვალების 20% ეპატია. საპასუხოდ ტაჯიკეთმა ნურეკის კოსმოსური ცენტრი გადასცა რუსეთს.
XS
SM
MD
LG