ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საჰაერო ბაზა უნდა დატოვოს



ყირგიზეთი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში არსებული მანასის საჰაერო ბაზა უნდა დატოვოს. ეს ბაზა ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებისთვის მთავარი მომარაგებელი ობიექტია. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მან ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ამერიკის შერთებული შტატების საელჩოს პარასკევს გაუგზავნა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ბაზის დატოვებისთვის 180 დღე აქვთ. პარასკევს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მანასის საჰაერო ბაზის დახურვას ითვალისწინებდა.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყირგიზეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარი . ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ტერიტორიის გამოყენების თანხმობა მისცა მომაკვდინებელი ტვირთის გადაზიდვის თაობაზე.

XS
SM
MD
LG