ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთის ლიდერებს ესაუბრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრისას ბატონმა ობამამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებისს სურვილი გამოთქვა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გულთან და პრემიერ-მინისტრთან ღეჯებ ტაიპ ერდოღანთან საუბარი საკმაოდ პროდუქტიული იყო. საუბრისას თურქეთ-ერაყის, ნატოს, ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთ პაკისტანის საკითხებს შეეხნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ბატონმა ერდოღანმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე.


XS
SM
MD
LG