ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში განხორციელებულ აფეთქებას ადგილობრივი პოლიტიკოსის სიცოცხლე შეეწირა


პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ ფეშავარში განხორციელებულ აფეთქებას ადგილობრივი კანონმდებლის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია ექვსი კაცი. ამ ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლეტში დამონტაჟებული ბომბი საერო პარტიის წარმომადგენლის დეპუტატ ალამზებ ხანის ავტომობილის ჩავლის დროს ააფეთქეს. ეს ტერაქტი ფეშავარში ამერიკის წარგზავნილის რიჩარდ ჰოლბრუკის სტუმრობას მოჰყვა. ამ პოსტზე ახლადდანიშნული ჰოლბრუკი პაკისტანის ლიდერებს ხვდება რეგიონში დაბუდებულ ტერორისტთა საკითხთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG