ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება


ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება , რომელიც განსაზღვრავს პრემიერ მინისტრის ეჰუდ ოლმერტის შემცვლელს. გახსნილია 9000-მდე საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით . დღესდღეობით ისრაელში 5 მილიონი ამომრჩეველია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე დაიკეტება.ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნატანიაჰუს ლიქუდის პარტიასა და საგარეო საქმეთა მინისტრის ციფი ლივნის ცენტისტულ კადიმას პარტიას შორის საპარლამენტო ადგილებისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. ულტრა მემარჯვენეების პარტია იესრეილ ბეიტენინუ სავარაუდოდ ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავა არჩევნებში.

ნატანიაჰუ დაპირდა მოსახლეობას რომ იგი გაანადგურებს ჰამასს და კონცენტრირებას ეკონომიკურ საკითხებზე მოახდენს. მაშინ როდესაც წიფი ლივნი მომხრეა პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა, როგორც ეს ადრეული შეთანხმებებითაა გათვალისწინებული.

ვერცერთი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს , ამიტომ გამარჯვებულმა პარტიამ კოალიცია უნდა შექმნას მთავრობაში.

უსაფრთხოება არჩევნების დროს ისრაელის თითოეული მოქალაქის საფიქრალია.

დილის საათებში ელექტორატი აქტიური არ იყო, რასაც უამინდობას უკავშირებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მოსალოდნელია ამომრჩევლების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. ერთ-ერთი ამომრჩეველი რეიმონდ ჯეისონი კი თვლის რომ დღეს ისრაელისთვის იმდენად მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მას სახლში გაჩერება არ შეუძლია.თითოეული ისრაელელისთვის კი მთვარი უსაფრთხოების საკითხია:

„ჩემის აზრით ჩვენთვის უდიდესი პრობლემა ირანია. ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში მართო ამ საკითხის გადაჭრა ისრაელს არ ძალუძს.მე ნატანიაჰუს მივეცი ხმა , მე მგონი ის ძლიერი კანდიდატია, იგი რეალისტია და მან იცის რა და როგორ უნდა გაკეთდეს. თუმცა ისრაელის ისტორიაში ისრაელის ხალხს არაერთხელ მოუწია მარტო ბრძოლა ამ საკითხის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG