ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ერაყიდან ჯარების გამოყვანის ვადების  სამ  ვარიანტს განიხილავს


პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თეთრი სახლი ერაყიდან ჯარების გამოყვანის ვადების სამ ვარიანტს განიხილავს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად განუცხადეს დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს რომ თეთრი სახლის მოთხოვნით პენტაგონმა წარადგინა ჯარების გამოყვანის სამივე გეგმასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკ ფაქტორები.

ყველაზე მოკლე ვადა როგორც ცნობილია 16 თვეს ითვალისწინებს. ეს პირობა ბარაკ ობამა თავისი კამპანიის დროს დადო. თეთმა სახლმა ასევე მოითხოვა ჯარების გამოყვანის 19 და 23 თვიანი გეგმაც. ეს იმაზე მეტყველებს რომ პრეზიდენტმა ობამამ შესაძლოა შეცვალოს თავისი კამპანიის დროს დადებული დაპირება. და ამერიკის სამხედრო ძალების ერაყიდან გამოყვანა მოვალ წლამდე გადადოს. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ბარაკ ობამა სავარაუდოთ ერაყიდან ამერიკის სამხედრო ძალების გამოყვანის გეგმას მარტის შუა რიცხვებში გამოაცხადებს


XS
SM
MD
LG