ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხრეთით  ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა აფეთქდა


დღეს ისრაელის სამხრეთით ქალაქ აშკელონში ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა აფეთქდა. ისარელის პოლიციისგანცხადებით ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისათვის პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია თავის თავზე. ორი კვირის წინ დადებული ზავი შიგადაშიგ ირღვევა ღაზადან გასროლილი რაკეტებითა და ყუმბარებით.ბოლო თავდასხმა განხორციელდა მაშინ როდესაც ჰამასის დელეგაცია ეგვიპტის შუამავლობით განიხილავდა ისრაელთან გრძელვადიანი ზავის პირობებს. ჰამასი მოითხოვს საზღვრების გახსნას ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის სანაცვლოდ. ისრაელს შეზღუდული აქვს დახმარებისა და კომერციული ტვირთის ღაზაში გადაადგილება რასაც ხსნიან იმით, რომ ტვირთთან ერთად შეიარაღებული პირების ხელშისაბრძოლო მასალამოხვდება. ორშაბათს გაეროს საგანგებო დახმარების კოორდინატორმა ჯონ ჰოლმსა მოსთხოვა ყველა მხარესერ შეუშალონ ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილებას ღაზას სექტორში.

XS
SM
MD
LG