ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კუთხით განხილვას გამართავს


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხის განხილვას გეგმავს აპრილში ბელორუსი. საქართველოს საგარეო უწყება ამასთან დაკავშირებით აცხადებს: ჩვენ გვესმის თუ რაოდენ დიდი წნეხის ქვეშ არის ბელორუსის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან. ქართული მხარე შეშფოთებით უყურებს ასეთ სიტუაციას, ანუ ბელორუსის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესაძლებლობას. ეს ჩაითვლება, როგორც არამეგობრული ქმედება ბელორუსის მხრიდან, თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ბელორუსის მხარეს ეყოფა გამბედაობა, ობიექტურობა და იგი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.


კომენტარისთვის ”ამერიკის ხმამ” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს თამაზ დიასამიძეს მიმართა, რომელიც ამბობს, რომ თუ ბელორუსი მოახდენს რუსეთის მსგავსად სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.

XS
SM
MD
LG