ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ავსტრალიას აუტანელი სიცხეების  ტალღა დაატყდა თავს


სამხრეთ ავსტრალიას აუტანელი სიცხეების ტალღა დაატყდა თავს. ტემპერატურამ 46გრადუსამდე აიწია. ამის შედეგად ტყეებში ხანძრებმა იფეთქა, ელექტროენერგიისა და ტრასპორტის საშუალებები წყობიდან გამოვიდა. გაუსაძლისმა სიცხეემ უკვე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მსგავსი მაღალი ტემპერატურა კონტინენტზე ბოლო ასი წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.ავსტრალიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის შედეგად გაიზარდა გულის შეტევისა და უეცარი სიკვდილიანობის ფაქტები. პარასკევს ადელაიდაში სიცხეს 22 ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG