ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უსაფრთხოების  სამსახურის ფირმა რომელიც ამერიკელ დიპლომატთა დაცვას უზრუნველყოფდა  ერაყში წყვეტს   ფუნქციონირებას


ერაყის მთავრობის განცხადებით,ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის ფირმა ”Blackwater”ი,რომელიც ამერიკელ დიპლომატთა დაცვას უზრუნველყოფდა ერაყში წყვეტს ფუნქციონირებას. ბაღადადმა ბლექვოთერი თავის დროზე იმაში დაადანაშაულა,რომ მისმა დაცვის მოსამსახურეებმა 2007 წელს ბაღდადში სროლოს დროს ჩვიდმეტი ერაყელი მოქალაქე უკანონოდ გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აბდულ-ქარიმ ქალაფმა ოფიციალურად განაცხადა,რომ ”Blackwater”ის ერაყში ფუნქციონერობის ვადა ოფიციალურად ამოწურულია და ბაღდადი აღარ აპირებს მის გაგრძელებას. დეკემბერში ამერიკასთან უსაფრთხოების ხელშეკრულების გააფორმების საფუძველზე , ერაყის მთავრობას აქვს უფლება მსგავს საკითხებზე დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ბაღდადში ამერიკის საელჩომ უკვე მიიღო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,თუმცა კონკრეტული დღე,როცა ”Blackwater”ი დატოვებს ერაყს ცნობილი არ არის. ვაშინგტონში აღძრულია სასამართლო პროცესი ”Blackwater”ი იმ ხუთი დაცვის მოსამსახურის წინააღმდეგ,რომლებმაც ბაღდადში 2007 წელს განხორციელებული სროლებისას 14 შეუიარაღებელი ერაყელი მოქალაქე მოკლეს. ”Blackwater”ის დაცვის მოსამსახურეთა ადვოკატების განცხადებით, დაცვის წევრები უდანაშაულონი არიან, რადგან მათ საკუთარი მოვალეობა შეასრულეს,როცა ამერიკელი დიპლომატი და მისი დაცვის კორტეჟი ცეცხლის ზონაში მოჰყვა.

XS
SM
MD
LG