რუსეთის
უზენაესმა სასამართლომ კატინის სასაკლაოს საქმის ხელახალი გამოძიება უარყო.
შეგახსენებთ, რომ 1940 წელს საბჭოთა ენკავედემ ოცი ათასი პოლონელი ოფიცერი
დახვრიტა კატინში. მათგან ორი ათასი ქალაქ სმოლენსკის მახლობლად მდებარე კატინის
ტყეში დახვრიტეს. დანარჩენი პოლონელები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარეში გამოასალმეს
სიცოცხლეს. მოკლულთა ნათესავები უკვე მრავალი წელია, რაც რუსეთს გამოძიების
გახსნას მოსთხოვენ. 1990 წელს საბჭოთა კავშირმა აღიარა ის, რომ პოლონელი ოფიცრები
საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ განადგურებულნი. მაგრამ 2004 წელს რუსეთის უმაღლესმა
სამხედრო პროკურორმა დახურა საქმე და განაცხადა, რომ მკვლელობა გენოციდს არ
წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე ამ ძველი საქმის გამოძიება არც ღირს.