ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატამ 819 მილიარდი დოლარი დაამტკიცა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა დაამტკიცეს ეკონომიკის სტიმულირებისათვის საჭირო 819 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიცატივას წარმოადგენს. ბილი 244 ხმით 188 ხმის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ინიციატივას არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. ბილი ჯერ კიდევ უნდა განიხილოს სენატმა, სანამ მას პრეზიდენტი ხელს მოაწერდეს. პრეზიდენტმა ობამამ განცხადება გააკეთა, სადაც მადლობას უხდის წარმომადგენელთა პალატის წევრებს და გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია პარტიული მოსაზრებებით სენატში ამ ბილის დამტკიცების პროცესის შეფერხება. როგორც ობამამ აღნიშნა ამ თანხის ლომის წილი დამტკიცებისთანავე გამოყენებული იქნება სამიდან ოთხი მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნისათვის.

XS
SM
MD
LG