ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მიჩელი ახლო აღმოსავლეთის ზავის გახანგრძლივების მნიშვნელობაზე საუბრობს


ამერიკის პრეზიდენტის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი აცხადებს, რომ მთავარია, რომ ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდეს და მისი კონსოლიდირება მოხდეს.

მიჩელმა დღეს ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს ეგვიპტის ძალისხმევას ჰამასსა და ისრაელს შორის ზავის მისაღწევად.

მიჩელმა აქვე დასძინა, რომ მისი ვიზიტი რეგიონში ჭეშმარიტი სიგნალია იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილობის დამყარება სურს.

ამერიკელი ელჩი უკვე ისრაელში ჩავიდა, სადაც იგი ქვეყნის ლიდერებს სამშვიდობო პროცესის საკითხებზე ესაუბრება. მოგვიანებით იგი ღაზას სექტორში, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბას შეხვდება.

მიჩელი არ გეგმავს შეხვედრას ჰამასის დაჯგუფების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG