ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაქ ობამა ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას სთავაზობს ამერიკელებს


შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ეკონომიკის მასტიმულირების გეგმას სთავაზობს ამერიკელებს რომელიც ქვეყანას 825 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

ბარაქ ობამა რესპუბლიკელთა ლიდერების მიმხრობას ცდილობს, რათა მათ თებერვალში მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის ამ ინიციატივას. ქვეყნის მოსახლეობისადმი თავის პირველ რადიო მიმართვაში ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ეს გეგმა ამერიკას დაუბრუნებს ძველ კეთილდღეობას. თუმცა რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ დემოკრატებმა ეს პროგრამა უსრაგებლო პროექტებით გადატვირთეს, რომლებიც ვერაფრით დაეხმარებიან ამერიკული ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეს.

XS
SM
MD
LG