ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთსა და ერაყში მოქმედი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალი გენერალი დეივიდ პეტრეუსი პაკისტანში ჩავიდა


ავღანეთსა და ერაყში მოქმედი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალი გენერალი დეივიდ პეტრეუსი პაკისტანში ჩავიდა. გენერალმა პაკისტანის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაფართოების შესახებ ისაუბრა. პეტრეუსის თქმით, მან და პაკისტანის ლიდერებმა აგრეთვე ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზოლში მოქმედი ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ირგვლივ გაამახვილეს ყურადღება. გენერალი პეტრეუსი გასულ კვირას შუა აზიის ქვეყნებს თურქმენეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ესტუმრა. ამერიკას შუა აზიის ქვეყნებთან ისეთი შეთანხმების მიღწევა სურს, რომელიც ავღანეთში დისლოცირებული საჯარისო ნაწილების მომარაგებაში შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG