ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ მილიბანდი პაკისტანს ესტუმრა.ისლამაბადში შეხვედრისას მილიბანდი სხვა საკითხებთან ერთად მუმბაიშიმომხდარი ტერორისტული აქტის შესახებისაუბრებს. იგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს იუსუფრაზა გილანს.მილიბანდი ასევე გეგმავს პაკისტანის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარის და მთავრობის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებსაც შეხვდეს.
ხუთშაბათს,ინდოეთში ყოფნისას მილიბანმაგანაცხადა,რომ პაკისტანის მთავრობამ არანაირი შემწყნარებლობა არ უნდა გამოიჩინოს ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ. მხოლოდ ურთიერთთნამშრომლობის საფუძველზე შესძლებს პაკისტანი და ინდოეთი ტერორიზმის დამარცხებას. ხუთშაბათს პაკისტანის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ მუმბაის ტერორისტულ აქტთან კავშირის ბრალდებით პაკისტანის პოლიციამ 71ადამიანი დააკავა. დაკავებულებიიმ ჯგუფებთან ურთიერთობაში არიან ეჭვმიტანილი, ვინცნოემბრის თვეში მუმბაის სასტუმროებში ტერაქტები მოაწყო.