ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორანის ჩაძირვის შედეგად   240 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა


ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით,ინდონეზიის სულავესის კუნძულის სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 240 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შვიდას ტონიანი ბორანის ჩაძირვის შემდეგ ამინდი უფრო გაუარესდა და ძლიერი ტალღები მყვინთავებს ჯერჯერობით არ აძლევენ საშუალებას გადარჩენილებს მიაკვლიონ.

თვითმხილველთა განცხადებით, ბორანი ოკეანეზე ოთხმეტრიანი ტალღების შედეგად გადაბრუნდა. გადარჩენილთა შორის მხოლოდ ბორანის კაპიტანი და 21 მგზავრია . გამოძიებამ დაადგინა,რომ მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილების მუხედავად, ბორანი ზღვაში მაინც გავიდა. სავარაუდოდ მასზე 17ეკიპაჟის წევრი და 250 მგზავრი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG