ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთთან ომის შესაძლებლობა გამორიცხულია


პაკისტანის დაზვერვის თავკაცი აცხადებს, რომ ინდოეთთან ომის შესაძლებლობა გამორიცხულია. გერმანული ჟურნალისთვის შპიგელისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალ ლეიტენანტმა აჰმედ შუჯა ფასამ განაცხადა, რომ პაკისტანის უშიშროებას მთავარ საფრთხეს ტერორიზმი უქმნის და არა ინდოეთი. გუშინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე ამასწინათ მომხდარ ტერაქტის დაგეგმვას პაკისტანის ზოგი სახელმწიფო უწყება უმართავდა ხელს. დღეს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონი სინგჰის მტკიცებას დასანანი უწოდა.

XS
SM
MD
LG