ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა დროებით შეწყვიტა ღაზას სექტორზე თავდასხმები


ისრაელმა დროებით შეწყვიტა ღაზას სექტორზე თავდასხმები და სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვების უფლება დართო. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლი მხოლოდ სამი საათითაა შეწყვეტილი. სამი საათით ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტას ჰამასიც კისრულობს. ღაზას წინაარმდეგ განხორციელებული ფარტომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გამო ისრაელს საერთაშორისო კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. ღაზას სექტორში სასმელი წყლის, სურსათისა და მედიკამენტების უკმარისობა აღინიშნება. ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ბჭობს იმის შესახებ, უპრიანია თუ არა ღაზაში უბრო ღრმად შეჭრა. ამავდროულად ისრაელი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ჰამასის ორმოცი სამიზნე განადგურდა. ჰამასი აცხადებს, რომ ბოლო ბრძოლებში რვა ადამიანი დაიღუპა. ჰამასის მიერ ნატყორცნ რაკეტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გუშინ ისრაელის ტანკებმა გაეროს დაქვემდებარებულ სკოლას გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად სკოლაში თავშეფარებული ორმოცი ადამიანი დაიღუპა. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თქმით: “ეს ხალხი, არაბული და ისლამური სამყარო, მთელი მსოფლიო მხოლოდ გაეროს უსიშროების საბჭოს მიერ ჩარევას, ცეხლის დაუყონებლივ შეწყვეტას და აგრესორის დასჯას მოითხოვს. განაცხადა ბატონმა აბასმა.

XS
SM
MD
LG