ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული: გაიზარდა ლტოლვილთა რაოდენობა ჩრდილოეთიდან სამხრეთ კორეაში


სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიზარდა ჩრდილოეთ კორეიდან ლტოლვილთა რაოდენობამ, ხოლო ჩინეთის მიერ გატარებულმა სასაზღვრო პოლიტიკამ ჩინეთში გაქცეულების რაოდენობა შეამცირა. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ორშაბათს განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულების რაოდენობა 2 800 კაცს წარმოადგენს. მათი უმრავლესობა ჩინეთის გავლით მოხვდნენ სამხრეთ კორეაში.

2007 წელთან შედარებით ლტოლვილთა რიცხვი 2008 წელს 10 %-ით გაიზარდა. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით ჩინეთმა პეკინის ოლიმპიადის დაწყებისთვის გაამკაცრა ჩრდილოეთ კორეასთან სასაზღვრო რეჟიმი.

ჩინეთი ჩრთილოეთ კორეიდან ლტოლვილებს ხშირ შემთხვევაში დეპორტაციას უხდენს. რომელთაც სახლში მკაცრი სასჯელი ან ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელით.

XS
SM
MD
LG