ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ახალი საელჩო გახსნა ერაყში


შეერთებულმა შტატებმა ახალი საელჩო გახსნა ერაყში რომელიც მსოფლიოში უდიდესი იქნება. საელჩო 42 ჰექტარზეა განლაგებული ციხესიმაგრედ გადაქცეული ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში. საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიას ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე ესწრებოდნენ.

საელჩოს მშენებლობა 600 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. აქ ათასზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს. საელჩოს დამოუკიდებელი წყალმომარაგების სისტემა ექნება. აღსანიშნავია რომ პირველი იანვრიდან ამერიკელმა სამხედრობმა მწვანე ზონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ერაყელებს გადასცეს.

XS
SM
MD
LG