ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა დროებით შეაჩერა ბუნებრივი აირის  მიწოდება უკრაინაში 


რუსეთმა დროებით შეაჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინისათვის. უკვე მეორე დღეა ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი აირის გადასახადის დავალიანების დაფარვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, რამოდენიმე დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მიღწეული იქნება შეთანხმება. სავარაუდოდ 7 იანვრისთვის ეს პრობლემა გადაიჭრება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს ამ უწყების დელეგაცია ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს ბუნებრივი აირის კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების განსახილველად. როგორც რუსეთი და უკრაინა აცხადებენ, ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეფერხდება. უკრაინის ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ , რომ რუსეთს არ სურს ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტისათვის მეტი თანხის გადახდა.

XS
SM
MD
LG