ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წელი და საქართველოს პრეზიდენტის ახალი მოდელი


ახალი წლის დადგომამდე საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა გასული 2008 წლის სიტყვათა გადამეორებასავით იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის წარმატება თუ წარუმატებლობა გაგვახსენა, რომლის შესახებაც მთელი წლის განმავლობაში საუბრობდა. ისაუბრა რუსთზე და იმ ქვეყნებზე, რომელთაც ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდეს ყველაზე მძიმე ჟამს. საქართველო იდეოლოგიათა დაპირისპირების, დემოკრატიული დასავლეთისა და იმპერილისტური რუსეთის დაპირისპირების ეპიდცენტრში. პრეზიდენტმა ამ დაპირისპირების შედეგად დაღუპული და დაზარალებული ადამიანებიც გაიხსენა.

ერთი სიტყვით, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერზე ისაუბრა, გარდა იმისა, რაც რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემის, “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტს უთხრა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა Nეწ Yორკ თიმეს-სთან ინტერვიუში, რომ სამწუხაროა, რომ მას არ ჰყოლია მნიშვნელოვანი კონკურენტი ოპოზიციიდან. ”მე რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში, ამ ხელისუფლებას სამ თვეში გავანადგურებდი,” - განაცხადა მან. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვიცი, როგორც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ მინდა მათ ვასწავლო, როგორ გააკეთონ ეს”. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერება მისი პრიორიტეტია პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადაში. კითხვაზე, თუ როგორ გაიხსენებენ მას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვფიქრობ, როგორც ადამიანს, რომელმაც საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ აქცია”. ”ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ - 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად და სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციას განვახორციელებთ. ჩვენ გავხდით თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად ეფუძნება ინსტიტუტებს და უფრო მეტადაა დაფუძნებული პიროვნებებზე; ახლა, ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე საზოგადოება, რომელიც კანონის უზენაესობას და ინსტიტუტებს დაეფუძნება,” - განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე განუცხადა Nეწ Yორკ თიმეს-ს, რომ ბოლო დროს მას ნაკლებად იზიდავდა დავით აღმაშენებლის მოდელი. მისი თქმით, მისთვის ჯორჯ ვაშინგტონის მოდელი უფრო მიმზიდველი გახდა, რომელსაც, მისი თქმით ”მეფობა შეეძლო, მაგრამ ძალაუფლებაზე უარი თქვა და დემოკრატია არჩია.” ”ეს არის ის, რაზეც სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ,” - განაცხადა მან.

სწორედ ამიტომ, გუშინდელი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იყო პირველი სიტყვა, სადაც მან არ ისაუბრა საქართველოს გაერთაინებაზე, არ დადო ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის პირობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიძლია ვირწმუნოთ, რომ ახალი 2009 წელი შესაძლებელია მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენების წელი გახდეს და არა მილიტარისტული, მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წელი.

XS
SM
MD
LG